მთავარი რეგიონი ბათუმს მალე საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი ექნება

ბათუმს მალე საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი ექნება

0 764

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რაგბის მშენებარე მოედანი მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. რაგბის მოედანი 4,5 ჰექტარზე შენდება. მას ექნება როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურსაფარიანი და ქვიშის მოედანი, საშხაპეები და აუზები. პროექტის ღირებულება 7 მილიონ 775 988 ათასი ლარია. აქედან 3 მილიონ 596 ათასი ლარს მერია ხარჯავს, დანარჩენს კი ასოციაცია „ატუ“. ამ ეტაპზე შესრულებულია თითქმის 2 მილიონი ლარის სამუშაო. სამუშაოები 2014 წლის მარტში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამომავლოდ დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობაც.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი