მთავარი რეგიონი აჭარის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

აჭარის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

0 935

აჭარის მთავრობამ რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შედგა. პირველი ეტაპის ანალიზი ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი, სრულყოფილ სახეს კი, დოკუმენტი 2016 წლის თებერვალში მიიღებს. აჭარის განვითარების სტრატეგიაზე სპეციალისტები მუშაობენ, მათ კონსულტირებას კომპანია PMCG გაუწევს. ეკონომიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ სტრატეგიის შექმნა პრიორიტეტული მიმართულებების სწორად განსაზღვრას შეუწყობს ხელს. პროექტი 80 ათასი ევრო ჯდება, იგი დონორი ორგანიზაციის GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. დავით ბალაძე ფიქრობს, რომ რეგიონის განვითარების სტრატეგია, ძირითადად, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროების მიმართულებებს უნდა ეყრდნობოდეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი