აფეთქება გლდანში

    0 900

    გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქება დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა და იგი, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა. შემთხვევა “ვარდების რევოლუციის” პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
    დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავებული კი ოთხი. კიდე ორ ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ორი პირი აფეთქების შედეგად ჩამოშლილი კედლების ნანგრევებში მოჰყვა.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი