მთავარი საზოგადოება არასამთავრობოები სასჯელაღსრულების ქალთა კოლონიაში არსებულ მდგომარეობას ეცნობიან

არასამთავრობოები სასჯელაღსრულების ქალთა კოლონიაში არსებულ მდგომარეობას ეცნობიან

6 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთჯერადად სასჯელაღსრულების ქალთა კოლონიაში იმყოფება. არასამთავრობოებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ მსჯავრდებულების საცხოვრებელ პირობებს.

სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიწვევა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სახალხო დამცველმა ანგარიში ქალი პატიმრების შესახებ წარმოადგინა და პრობლემებზე ისაუბრა.

“როდესაც ასეთი დაგეგმილი ვიზიტია არის მოლოდინი, რომ მაქსიმალურად წესრიგში იქნება ვითარება. დიდი მნიშვენლობა აქვს თუ რა გარემოებაში ჩაივლის გასაუბრება,“-განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა“ დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

არასამთავრობოებთან ერთად მეხუთე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეც იმყოფება.

“შეშვება რომ არ გვდომოდა, არც ისე შევუშვებდით. ამავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების უსაფრთხოებაზე პასუხიმსგებლები ვიანიდან ჩვენ ვართ, მონიტორინგს განვახორციელებთ, მაგრამ მსჯავრდებულებთან გასაუბრების საშუალება მიეცემათ,”-განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი