აზერბაიჯანმა სომხეთს ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოუგდო

    0 796

    აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო თვითმფრინავებს აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე გამოჩნდნენ.
    აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20% სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აქვს ოკუპირებული, რასაც სომხეთი კატეგორიულად უარყოფს.
    1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომელსაც ორივე მხარე დღემდე მუდმივად არღვევს.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი