მთავარი სამართალი BETEK“-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

BETEK“-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

0 878

BETEK“-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს შეიძინა რამდენიმე ათასი ერთეული „BETEK“-ის სასაქონლო ნიშნის მქონე ცარიელი ტომარა და ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროში კუსტარულად დაამზადა „BETEK“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობის წებო-ცემენტი. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დაიწყო.დღეის მდგომარეობით აღნიშნული საწარმო დახურულია.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-ცენტრი ავრცელებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი