მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა 9 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩრდილოეთ კაროლინაში დააკავეს

9 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩრდილოეთ კაროლინაში დააკავეს

სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონში, აფრიკულ-ამერიკულ ეკლესიაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. 21 წლის დილან რუფი პოლიციამ გუშინ, 200 მილის დაშორებით, ჩრდილოეთ კაროლინაში დაიჭირა.  მას ბრალად, ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანის მკვლელობა ედება.

dilan

ქალაქ ჩარლსტონსა და მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით, ეკლესიებში ღამე ლოცვაში გაათენეს იმ 6 ქალისა და 3 მამაკაცის ხსოვნისთვის, რომლებიც ოთხშაბათს ღამით სროლის შედეგად დაიღუპნენ.

პოლიცია ამ საქმეს, როგორც სიძულვილის დანაშაულს, კერძოდ რასობრივი კუთხით, ისე განიხილავს.

დაღუპულთა რამდენიმე ოჯახის წევრის თქმით, ისინი უკვე მიუტევებენ დამნაშავეს და განაცხადებენ, რომ სიყვარული სიძულვიზე უფრო ძლიერია.

ხუთშაბათ საღამოს ქალაქ ჩარლსტონის ეკლესიები სავსე იყო სალოცავად მისული ხალხით. ზოგიერთი წირვა-ლოცვა ღია ცის ქვეშაც ჩატარდა.

locvgaret

ემანუელის სახელობის აფრიკულ ამერიკული ეკლესიის წინ, სადაც მკვლელობა მოხდა, ასობით ადამიანი შეიკრიბა გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად.

ეჭვმიტანილი დილან რუფის პირველი სასამართლო პროცესი, გირაოს თაობაზე ხვალ, პარასკევს შედგება. სასამართლოში იგი ვიდეო ლინკის მეშვეობით გამოჩნდება. ფიზიკურად იგი ქალაქ ჩარლსტონის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

დილან რუფის სოციალური ქსელის გვერდიდან ირკვევა, რომ იგი თეთრკანიანთა რასის უზენაესობის მომხრეა. მის Facebook გვერდზე დევს ფოტო, სადაც ჩანს რომ ქურთუკზე დამაგრებული აქვს აპარტეიდის დროინდელი სამხრეთ ამერიკისა და როდესიის, ამჟამინდელი ზიმბაბვეს დროშის საბნევები.

droshebi

როგორც ირკვევა, ეჭვმიტანილი, ცეცხლის გახსნამდე 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ეკელსიაში და სალოცავ ჯგუფს შეუერთდა. მრევლის განცხადებით, მათ იფიქრეს რომ ამ ადამიანს ბიბლიის განხილვაში მონაწილეობა სურდა. მოგვიანებით კი იგი უეცრად აგრესიული გახდა. შედეგად, ადგილზე 8 ადამიანი ემსხვერპლა სროლას, 1 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი