მთავარი რეგიონი 50 მილიონი დოლარის ღირებულების ორი ახალი ინვესტიცია ბათუმში

50 მილიონი დოლარის ღირებულების ორი ახალი ინვესტიცია ბათუმში

0 3494

ბათუმში 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დამატებით ორი ახალი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიხედვით ახალ ბულვარში ორი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო კომპლექსი აშენდება. შპს „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“ და შპს „ეიარ მერიდიანსთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. აჭარის მთავრობის სახელით ხელშეკრულებას ხელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურა ჭურკვეიძემ, შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“-დან კომპანიის საპატიო პრეზიდენტმა გალიფ ოზთურქმა, ხოლო შპს „ეიარ მერიდიანსი“-დან კომპანიის დირექტორმა რაულ კაიტამბამ მოაწერეს ხელი.
შეხვედრას აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მედია ორგანიზაციების წარმომამდგენლები დაესწრნენ.
ახალ ბულვარში შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ და შპს „ეიარ მერიდიანსი“ არანაკლებ 220 – 200 ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას იწყებენ. უკვე დასრულებული სასტუმროების ოპერირებას მსოფლიო ბრენდები უზრუნველყოფენ. ორივე პროექტში რეგიონში მცხოვრები 800-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდება.

11406970_983660605020153_5437075156884794353_n

ახალ ბულვარში შპს „ეიარ მერიდიანსი“ არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის მიხედვით საინვესტიციო ტერიტორიაზე არანაკლებ 220 ნომრიანი სასტუმო და 600 აპარტამენტი აშენდება. შენობაში ასევე სამორინე, საკონფერენციო დარბაზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, კვების და სხვა ობიექტები განთავსდება. პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წელში დასრულდება. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 300 ადამიანი დასაქმდება.

11401184_983656778353869_5451349649589650419_n

შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ კი ახალ ბულვარში არანაკლებ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით ინვესტორი არანაკლებ 200 ნომრიან სასტუმროს, ასევე არანაკლებ 250 აპარტამენტის მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. კომპანია 20 მილიონი დოლარიდან 1 მილიონ დოლარს საინვესტიციო ტერიტირიასთან არსებული არხის კეთილმოწყობისთვის დახარჯავს. პროექტის განხორცილება მიმდინარე წელს დაიწყება. ხელშეკრულების მიხედვით შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებლობის დასრულებისთვის 5 წელი ექნება, თუმცა კომპანიის განცხადებით პროექტი დაახლოებით 2017 წელს დასრულდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი