მთავარი უცხოეთის ამბები ძლიერი სიცხეები პაკისტანში

ძლიერი სიცხეები პაკისტანში

პაკისტანში არანორმალურად ცხელა. გარდაცვლილთა რაოდენობამ ორიათას გადააჭარბა. დაღუპულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ყველაზე მეტი ადამიანი 23-მილიონიან ქალაქ კარაჩიში დაიღუპა. პროვინცია სინდში, ჰაერის ტემპერატურამ ჩრდილში 45 გრადუსს მიაღწია. ძლიერი ტემპერატურა და ადამიანის დაღუპვა წმინდა თვე რამადანს დაემთხვა, როდესაც განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმანი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საკვებზე, სასმელზე უარს ამბობენ, თანაც თაკარა მზის ქვეშ უწევთ მუშაობა. მეტეოროლოგების ინფორმაციით სიცხე თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი