მთავარი საზოგადოება ჩინეთის პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

ჩინეთის პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

ჩინეთის პრემიერ–მინისტრი ეხმაურება თბილისში დატრიალებულ კატასტროფას და ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის. „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს დედაქალაქში დამანგრეველი სტიქიის შედეგად დაღუპულების და მატერიალური ზარალის შესახებ. ნება მომეცით გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუხატო ქართველ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
ჩინელი ხალხი სრულიად იზიარებს ქართველი ხალხის უდიდეს მწუხარებას. გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით, ქართველი ხალხი ერთიანად გაუმკლავდება სტიქიის შედეგებს.“- ნათქვამია ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი კეციანის წერილში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი