„ჩვენ ვეყრდნობოდით ზოოპარკის ადმინისტრაციას,“ – მინდია ჯანელიძე

    0 937

    კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა ქალაქში მტაცებელი ცხოველის აღმოჩენის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. მინდია ჯანელიძის განცხადებით, ისინი ენდნენ ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ყველა ცხოველი იყო აღმოჩენილი. მისი თქმით ამის გამო შეწყდა დედაქალაქში გარეული ცხოველების ძებნა.

    „ჩვენ, შსს, ყველა სხვა უწყება ვეყრდნობოდით ზოოპარკის ადმინისტრაციას. აღმოჩნდა, რომ ერთი ჯერჯერობით დაუდგენელი ცხოველი არის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯაჭვში. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით,“ – განაცხადა ჯანელიძემ.

    ადგილზე რჩება სპეცრაზმი, სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი