მთავარი საზოგადოება შეგროვებული ხე – მასალა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა

შეგროვებული ხე – მასალა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ვერეს ხეობაში მეხუთე დღეა მიმდინარეობს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ცენტრალური და რეგიონალური სამსახურები ეროვნულ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ტერიტორიას სტიქიის შედეგად ხეობაში შეტანილი ხის მერქანისგან წმენდენ.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონიდან გამოტანილი ხის მერქანი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე განთავსდება. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ხის მერქანი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი