მთავარი რეგიონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

0 737

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილმა საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად დაღუპულებს, აქციას ახალგაზრდებიც შეუერთდნენ,რომლებმაც დედაქალაქში სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად პირველადი მოხმარების შეგროვილი ნივთები მოიტანეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მზადყოფნას გამოთქვამს სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. მათზე დახმარება როგორც ფინანსური, ასევე პირველადი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით მოხდება.შეგროვილი თანხები დაზარალებულთა სახელზე შექმნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. მსურველებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ და ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე დატოვონ ამანათები. ( მის: ქ.ქობულეთი,დავით აღმაშენებლის გამზირი # 141)

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი