მთავარი პოლიტიკა ფინანსთა მინისტრმა სულეიმან დემირელის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

ფინანსთა მინისტრმა სულეიმან დემირელის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

0 677

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ყოფილი პრეზიდენტის, სულეიმან დემირელის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დიდი მეგობრის, თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სულეიმან დემირელის გარდაცვალების გამო. ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე მან წარუშლელი კვალი დატოვა მისი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში შეტანილი მისი წვლილი. ბატონი სულეიმანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რითაც დასაბამი დაუდო ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მსოფლიო რუქაზე დამკვიდრებას. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თურქ ხალხს“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი