მთავარი სპეც რუბრიკა უკრაინა უკრაინელი ჩინოვნიკი სააკშვილთან დაპირისპირების შემდეგ გაანთავისუფლეს

უკრაინელი ჩინოვნიკი სააკშვილთან დაპირისპირების შემდეგ გაანთავისუფლეს

უკრაინელი ჩინოვნიკი, სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარე დენის ანტონიუკი, რომელსაც გუშინ სააკაშილთან შელაპარაკება მოუვიდა, პრეზიდენტმა პოროშენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა მოიწვია სახელმწიფო ადმინისტრაცია და ინფრასტრუქტურის მინისტრი სადაც მოისმინე ალექსეი პივოვაროვის და მიხელ სააკშვილის არგუმენდები. ამის შემდეგ გადაწყდა,რომ ტრამსპორტის სამინისტროში ჩატარდება გამოძიება და ამ გამოძიების მსვლელობის დროს დენის ანტონიუკი გამოეთიშება თავის მოვალეობებს.

შეგახსნებეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარე დენის ანტონიუკთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. პრესკონფერენციაზე განიხილებოდა ოდესის აეროპორტში თავისუფალი ფრენის პრინციპის დანერგვა.

სააკაშილის თქმით ”თავისუფალი ფრენის” პრინციპი ვერაფერს შეცვლის, თუ ფრენებზე მონოპოლია მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ექნება. სააკაშვილის თქმით, აუცილებელია რომ ამ სფეროში ბევრი კომპანია შემოვიდეს და კონკურენცია იყოს.

უკრანის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეპასუხა და განაცხადა, რომ მსგავსმა რეფორმებმა საქართველოში შედეგი ვერ გამოიღო.

„ძვირფასო, 6 მილიონი ტურისტი არაფერია?? მინდა რომ სწორედ ასეთი „უშედეგობა“ იყოს ოდესაშიც. რატომ იყო 6 მილიონი ტურისტი? იმიტომ რომ ისეთები, როგორიც თქვენ და თქვენი უფროსები ხართ ჩვენ ხელისუფლებას ვერ მიუთითებდნენ, ვინ შემოეშვათ ამ სფეროში და ვინ არა“- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი