მთავარი უცხოეთის ამბები ტუნისსში დაკავებულია ეჭვმიტანილები,რომლებიც ტურისტებს თავს დაესხნენ

ტუნისსში დაკავებულია ეჭვმიტანილები,რომლებიც ტურისტებს თავს დაესხნენ

ტუნისის სამართალდამცველებმა  რამდენიმე პირი დააკავეს, ვინც ქალაქ სუსში, ორ სასტუმროს თავს დაესხნენ. მოკლულია 39 ადამიანი მათ შორის უცხოელი ტურისტები. ერთ-ერთი დავმდამსხმელი ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. სამართალდამცავები ვარაუდობენ,რომ ის მარტო არ მონაწილეობდა,მათ ეჭვი აქვთ, რომ ის მეზობელ ლივიაში წვრთნებს ექსტრემისტ ჯიჰადებთან ერთად გადიოდა. სუსში მიმდინარეობს გვამების ინდეტიფიკაცია- უმეტესობა ბრიტანეთის მოქალაქეა. ოფიციალურად ბრიტანეთის 18 მოქალაქეა გარდაცვილი, თუმცა შეიძლება ეს ციფრი 30-მდე ავიდეს. ხალხი შემთხვევის ადგილს ყვავილებით ამკობს. ინციდენტის მიუხედავად, ბევრმა სტუმარმა ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა. ბრიტანეთის ქალაქ ვოლსოვში ხალხს ყვავილები იმპროვიზირებულ მემორიალთან მიაქვთ,რათა პატივი მიაგონ თავის მოძმეებს, კონკრეტულად კი ფეხბურთელ ფანებს 19 წლის ახალგაზრდას, მის ბიძას და 79 წლის ბიძაშვილს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი