მთავარი საზოგადოება სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

თბილისის კიდევ ექვს ქუჩაზე აღებული წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციას უკვე ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. მათი მტკიცებით, ისევე როგორც დანარჩენ შემოწმებულ ადგილებზე, სასმელი წყალი აქაც ვარგისია.

გუშინ სინჯები სულ 48 ქუჩიდან აიღეს, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზიანებული უბნებიდან. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, წყალი სუფთაა.

ეს საკითხი აქტუალური 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გახდა. წყლის დაბინძურების შესახებ მოსახლეობაც ჩიოდა. სპეციალისტთა თქმით, დედაქალაქში წყალი განსაკუთრებულად კონტროლდება და ის ხარისხის ნორმის ფარგლებშია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი