მთავარი სპორტი სუპერთასის ბილეთები ხვალ დილის 9:00 საათიდან გაიყიდება

სუპერთასის ბილეთები ხვალ დილის 9:00 საათიდან გაიყიდება

0 862

უეფას გადაწყვეტილებით, სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ დილის 9:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თბილისის დროით 9:00 საათზე, biletebi.ge დაიწყებს საქართველოს გულშემატკივრებისთვის 24 000 ბილეთის გაყიდვას, 1 ივლისს კი biletebi.ge  ევროპისთვის გაყიდის სუპერთასის ბილეთებს.

“არ იქნება ლატარეა, იქნება რიგი, ყველა ხარვეზი, biletebi.ge-მ გამოასწორა, მონიტორინგი გაიარა და იმედია, ასეთი ხარვეზი აღარ იქნება. ხვალ 9 საათზე ყველაფერი განულდება და დაიწყება გაყიდვა”, -განაცხადა სიჭინავამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი