მთავარი ეს საინტერესოა სტუდენტური ჟურნალი “ბრენდი”

სტუდენტური ჟურნალი “ბრენდი”

ამ დღეებში გამოვიდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური ჟურნალი „ბრენდი“.
ჟურნალის ამ ნომერში დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია წაიკითხოს საინტერესო მასალები ბრენდირებული ყოველდღიურობის, ქართული ვაზისა და ქართული ღვინის, მიტროფანე ლაღიძესა და მის ცნობილ ლიმონათებზე, სახელგანთქმული „ამერიკელი“ ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების – ვოგის, „დუპონის“, „შანელის“ კომპანიების „ლევი სტრაუსის“, „მერსედეს-ბენცისა“ და სხვათა შესახებ.

ჟურნალი მომზადებულია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის „მასობრივი კომუნიკაციის“ სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტების მიერ: მთავარი რედაქტორი – ნინო ოთარაშვილი; სარედაქციო კოლეგია – ელენე ქადიძე, ანა ბოჭორიშვილი, ანა აბაშიძე, თინათინ დვალი, ლევან ბაინდურაშვილი; ხელმძღვანელი – სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა ვეკუა.
სტუდენტური ჟურნალი “ბრენდი” სტუდენტური ფესტივალის “ზუმი – თბილისი 2015″ ნომინაცია “ბიზნეს მედიაპროექტების” გამარჯვებულია.

11329879_1133165306710285_427127885514842776_n

11390299_1133165326710283_5039441524885007699_n

ნინი მაჭავარიანი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი