მთავარი რეგიონი სტიქიით დაზარალებულთათვის, ბათუმიდან მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

სტიქიით დაზარალებულთათვის, ბათუმიდან მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

0 752

თბილისში, სტიქიით დაზარალებულთათვის, ბათუმიდან მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. ამჯერად დახმარება უმაღლესი საწავლებლების სტუდენტებმა, ლექტორებმა და მეცნიერ-თანამშრომლებმა შეაგროვეს. აქციას ორგანიზება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა გაუწია. თბილისისკენ 50 სტუდენტი-მოხალისეც გაემგზავრა. პირველადი მოხმარების საგნებთან ერთად, შეგროვდა თანხაც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოლიდარობის ფონდში 7 000 ლარი ჩარიცხა და დამატებით ამ შემოწირულობას 5 000 ლარი დაემატება. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ კი სოლიდარობის ფონდში 10 000 ლარი გადარიცხა. ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში მონაწილეობა მიიღეს კერძო კომპანიებმაც და მათ, პირველადი მოხმარების ნივთებთან ერთად, დაზარალებულთათვის პროდუქტიც გაიღეს

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი