მთავარი საზოგადოება სირიაში საომარი მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საომარი მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს მოქალაქის 23 წლის თურფალ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ პანკისის ხეობაში ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
ადგილობრივების ცნობით, ბორჩაშვილი 6 თვის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა და მათთვის უცნობია, როგორ მოხვდა სირიაში.
თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძივახევიდან იყო. ის უკვე საქართველოს მე-4 მოქალაქეა, რომელიც ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი