მთავარი რეგიონი საქველმოქმედი აქცია: “ვაჩუქოთ ერთი წიგნი ემიგრანტს”

საქველმოქმედი აქცია: “ვაჩუქოთ ერთი წიგნი ემიგრანტს”

“ვაჩუქოთ ერთი წიგნი ემიგრანტს” – საქველმოქმედი აქციას “თავისუფალი დემოკრატების ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს. ისინი შეგროვილ წიგნებს ბერძნულ ქართული კულტურის ასოციაციას და ასევე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებს გადასცემენ. ბიბლიოთეკის შექმნა ვეფხისტყაოსნით დაიწყო.
“თავისუფალი დემოკრატების ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაცია” ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას-” ვაჩუქოთ ერთი წიგნი ემიგრანტს”. ჩვენ ვიცით “ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციის” საქმიანობის შესახებ, რომელთა პედაგოგები უსასყიდლოდ მართავენ გაკვეთილებს მშობლიურ ენასა თუ სხვა საგნებში და სწორედ მათ გვინდა დახმარება გავუწიოთ აქციის პირველ ეტაპზე. აგრეთვე გვინდა დავეხმაროთ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც გადახვეწილნი არიან უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში და მოწყვეტილნი არიან ქართულ გარემოს. ჩვენს აქციაში ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მივიჩნევთ პატარა ემიგრანტებისთვის სასწავლო ლიტერატურისა და სახელმძღავნელოების შეგროვებას. მოვუწოდებთ ბათუმელებს მოვიდნენ ჩვენს ოფისში, მოგვიტანონ წიგნები და ერთად შევქმნათ ქართული ბიბლიოთეკა. და ბოლოს, სიმბოლურად პირველი წიგნი, რომლითაც იწყება ბიბლიოთეკის შექმნა, არის ქართული კულტურის საგანძური-ვეფხისტყაოსანი”-განაცხადა თავისუფალი დემოკრატის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგა მოწყობილმა.

ავტორი: მარიამ კეკელიძე

3 კომენტარები

  1. მივესალმებით, რომ თქვენი ორგანიზაციაც დაინტერესდა საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტების პრობლემით. მართლაც რომ კარგ და მამულიშვილურ საქმეს შემოუერთდით https://www.facebook.com/EqualOpportunityInstitute/videos/581894238512265/?hc_location=ufi

  2. მივესალმებით, რომ თქვენი ორგანიზაციაც დაინტერესდა საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტების პრობლემით. მართლაც რომ კარგ და მამულიშვილურ საქმეს შემოუერთდით!

დატოვეთ კომენტარი