მთავარი პოლიტიკა საქართველო გმობს მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას

საქართველო გმობს მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას

0 722

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთი ფედრაციის დუმის მიერ მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული მოკავშირების ხელშეკრულების რატიფიცირებას გამოეხმაურა. უწყებაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე სამინისტროს სპიკერმა ხელშეკრულების რატიფიცირება დაგმო და განაცხადა რომ კრემლის ეს ქმედება ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„სამინისტრო გმობს მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას, და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ ნაბიჯს, რითიც რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს და არ შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი