მთავარი საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტმა დროებით საცხოვრებლებში განთავსებული დაზარალებულები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა დროებით საცხოვრებლებში განთავსებული დაზარალებულები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დროებით საცხოვრებლებში განთავსებული დაზარალებულები მოინახულა და აღნიშნა, რომ ის რაც მოხდა კატასტროფულია.

“ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არც ერთი ოჯახი არ არის ღია ცის ქვეშ, ყველა არის დაბინავებული და ყურადღება ექცევათ, მაგრამ გაკვეთილი არის კატასტროფული. ჩვენ ვნახეთ, რომ სტიქიამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ძალიან ნათელია დასკვნა – აღარ შეიძლება განვითარება პროფესიონალიზმის გარეშე. არ შეიძლება არ ვეკითხებოდეთ აზრს დარგის სპეციალისტებს არა მარტო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ არასდროს აღარ მოხდეს. ამაზე პასუხი არ აქვს არც ერთ პოლიტიკოსს, ამაზე პასუხი აქვთ ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, ქალაქის განვითარების სპეციალისტებს, რომელთა ხმასაც ჩვენ დღეს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. სწორედ არ მოსმენის შედეგია, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული ადამიანი დავკარგეთ. ეს არ არის თანამედროვე ვითარება. თანამედროვე საზოგადოება არ ცხოვრობს ასე – როდესაც ხევის ადიდების შედეგად ადამიანების სიცოცხლეს ვკარგავთ”,- განაცხადა მატგველაშვლმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი