საქართველოს პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

    0 862

    გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდე რონდელის ოჯახს დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მიუსამძიმრა.
    “ვუსამძიმრებ ბატონი ალექსანდრეს ოჯახსა და ახლობლებს. უნივერსიტეტში სწავლის პირველივე წლებიდან და მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ალექსანდრე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
    პრეზენტაციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ალექსანდრე რონდელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი