მთავარი ეკონომიკა საუდის არაბეთის პრინცს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

საუდის არაბეთის პრინცს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

0 1889

საუდის არაბეთის პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა,– შესაბამისი განკარგულება და მედალიონი საუდის არაბეთის პრინცს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა საქართველოს მთავრობის მეთაურის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა.
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიო სტუმარს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი