საერთაშორისო კონფერენცია – ჯანსაღი გარემო მწვანე მომავლისთვის

    0 2249

    CI საქართველო და „GALA” 20 ივნისს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოაიდგენენ საერთაშორისო კონფერენციას ”ჯანსაღი გარემო, მწვანე მომავლისთვის”

    პროექტი მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების შეკრებასა და მათ მიერ გაეროს ათასწლეულის განვითარების რვა მიზნიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემაზე – გარემოს დაბინძურებაზე მუშაობას – რომელზედაც მსურველები წარმოადგენენ თავიანთ დამუშავებულ თემებს – რაც შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ. კონფერენმციის მონაწილეები წარადგენენ თავიანთ ნაშორმებს არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

    კონფერენციის მიზანია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენთა თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

    კონფერენცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
    ყველაზე წარმატებუოლი სამი მონაწილე კი დასაჩუქრდება.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი