მთავარი პოლიტიკა სააკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა მოსამართლეთა კოლეგიურმა შემადგენლობამ დაიწყო

სააკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა მოსამართლეთა კოლეგიურმა შემადგენლობამ დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, ბრალდებულების: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობით დაიწყო.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება საქალაქო სასამართლომ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  საქმის მასალების გაცნობის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე ფაქტობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული კატეგორისაა და შესაბამისად გადაწყდა, რომ საქმის არსებითი განხილვა მოსამართლეთა კოლეგიამ დაიწყოს.

“კერძოდ, ბრალდებულები არიან ქვეყნის ყოფილი, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათ ბრალი ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენაში. საქმის გარემოებებს წარმოადგენს გახმაურებული და საზოგადოებისთვის რეზონანსული ფაქტები, კერძოდ: ე.წ “7 ნოემბრის”, “ტელეიმედის”, ” მთაწმინდის პარკისა” და “რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” ეპიზოდები. საქმე მოიცავს 103 ტომს და დასაკითხია ასეულობით მოწმე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოცემული საქმის კოლეგიური განხილვა დაედგინა სამი მოსამართლის შემადგენლობით,” – განმარტავენ სასამართლოში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მომდევნო არსებითი განხილვა გაიმართება 2015 წლის 30 ივნისს, 13:00 საათზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი