მთავარი უცხოეთის ამბები რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა საქართველოს დახმარება შესთავაზა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა საქართველოს დახმარება შესთავაზა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ პუჩკოვმა საქართველოს დახმარება შესთავაზა. სტიქიის ზონაში მზად არიან გამოფრინდენ 100 მაშველი სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით.
პუჩკოვის განცხადებაში ნათქვამია:
” ასეთ რთულ ვითარებაში საგანგებო სიტუაციის სამსახური მზად არის დაეხმაროს საქართველოს. გაგზავნოს სპეციალისტები და მაშველები. ასევე სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა”. საგანგებო სიტუაციის სამსახურმა ასევე განაცხადა,რომ მზადყოფნაშია ორი თვითმფრინავი ”ილ-76” სპეციალური აღჭურვილობით და სამაშველო ტექნიკით. ასევე მზადყოფნაში არიან 100-ზე მეტი კვალიფიცირებული მაშველი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი