მთავარი პოლიტიკა “ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 32-ე რაუნდი პირველ ივლისს გაიმართება”- დავით კერესელიძე

“ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 32-ე რაუნდი პირველ ივლისს გაიმართება”- დავით კერესელიძე

0 889

საქართველოს დელეგაცია რამდენიმე მნიშნველოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას,. მათ შორის რუსული მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ. ქართული მხარე ასევე აპირებს საუბარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, მათი უსაფრთხო გადაადგილებისა და გატაცებულთა საკითხებზე.

„აუცილებლად დადგება საკითხი რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების შეთანხმების აღიარების, ხელმოწერის ცალმხრივად და აუცილებლად იმ საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობის, რომელიც საჭიროა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მეორე სფერო არის ჰუმანიტარული, აქ საუბარი ეხება ადგილნაცვალ პირთა და დევნილთა საკითხებს, მათ დაბრუნებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი