მთავარი სამართალი პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

0 775

სამართადამცველებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

სასტუმრო „ანას“ დროებითი მფლობელი, ზორბეგ დ. და სასტუმრო „სთარის“ დროებითი მფლობელი, რომან ფ. ბათუმში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და დისკო-კლუბებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

შსს-მ ამავე დანაშაულში ამხილა და პასუხისგებაში მისცა 5 პირი, მათ შორის 2 თურქეთის მოქალაქეა.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი