მთავარი კულტურა პრეზენტაციები პროექტ „ქართული დამწერლობის” პრეზენტაცია

პროექტ „ქართული დამწერლობის” პრეზენტაცია

2015 წლის 5 ივნისს, 14:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება პროექტის „ქართული დამწერლობა (მონაცემთა ბაზა, პალეოგრაფიული ალბომი)“ (№AR/310/ 1-10/11) პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში გამოცემული ალბომი „თარიღიანი ქართული ხელნაწერები IX-XVI სს“(ქართულ და ინგლისურ ენაზე).

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ალბომი შედგა ზაზა ალექსიძისა და ბუბა კუდავას რედაქტორობით, დალი ჩიტუნაშვილის, ქეთევან ასათიანის, ელენე მაჭავარიანის, თამარ ოთხმეზურის, მზია სურგულაძისა და თეიმურაზ ჯოჯუას მიერ.

პრეზეტაციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების მიზანს, დათარიღებულ ხელნაწერ წიგნთა და ისტორიულ დოკუმენტთა შერჩევისა და დამუშავების სტანდარტებს, მონაცემთა ბაზის აგებისა და მუშაობის ძირითადი პრინციპების შესახებ ინფორმაციას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი