მთავარი პოლიტიკა პრემიერ მინისტრის ბოლო კომენტარი

პრემიერ მინისტრის ბოლო კომენტარი

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო კომენტარი გააკეთა, საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ : პირველ რიგში ჩვენ შევაჯამეთ არსებული სურათი და უკვე მოგვეპოვება სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ. მდგომარეობა ძალიან რთულია და ზარალი ძალიან დიდია. ამის აღდგენას არა მხოლოდ ფინანსები, არამედ დროც დასჭირდება.
ყველა სამსახურს მიეცა დავალება: მერიის სამსახურებს, სამინისტროებს და ა.შ. შევადგინეთ უკვე სამუშაო ჯგუფები და ისინი დაიწყებენ მუშაობას. ჩვენი პიარ სამსახური მოსახლეობას ინფორმაციას გააცნობს, პირველ რიგში მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ზოოპარკიდან ცხოველები არიან გაქცეულები და დაკარგულები. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან. დანარჩენ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით. მოძრაობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მარშრუტები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება გადაადგილება.
ზარალზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, ვმუშაობთ და დაზარალებულ ოჯახებს დავეხმარებით.

ნინი მაჭავარიანი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი