მთავარი პოლიტიკა პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

0 845

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.
“საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 16 ივნისის 18 საათიდან, თანდართული დღის წესრიგით”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის დღეს გამართვის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი