მთავარი პოლიტიკა პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს-გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს-გიორგი აბაშიშვილი

0 2259

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, კონსულტაციებს, პრეზიდენტის დავალებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თავად გამართავს.
“მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ქადაგიძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონმდებლობით კი, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ასევე ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობის სტაბილური ფუნქციონირებისა და მთლიანად პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით დღეიდან ვიწყებ ბატონი გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის პროცესს, რომელიც იქნება ძალიან ღია პროცესი. კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი