მთავარი საზოგადოება “პირველი ზარი 112-ზე შემოვიდა 22:11 საათზე”- ზვიად ქაწაშვილი

“პირველი ზარი 112-ზე შემოვიდა 22:11 საათზე”- ზვიად ქაწაშვილი

0 1926

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, სტიქიის ღამეს 112-ში პირველი ზარი 22:11 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სრული მობილიზება მოხდა. ზვიად ქაწაშვილმა “მზიურში” მედიასთან საუბრისას 13 ივნისის ღამე გაიხსენა.
“პირველი ზარი 112-ზე შემოვიდა 22:11 საათზე. 3 წუთში თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე იყო გასული. გამოძახებები მთელი თბილისის მასშტაბით იყო. თავდაპირველად გამოძახება ჩუღურეთში დაიწყო, შემდეგ როდესაც ვერეს ხეობაში დაიწყო წყლის მოვარდნა, მთელი ტერიტორიის დაფარვა 3-4 წუთში მოხდა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები. სამ წუთში იყო გამოსული ყველა დანაყოფი. ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იქ შრომობდა. მას უკვე გადარჩენილი ჰყავდა 7 ადამიანი”, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი