მთავარი პოლიტიკა პარლამენტი 1 მილიონ ლარს გამოყოფს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

პარლამენტი 1 მილიონ ლარს გამოყოფს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

0 2555

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე სტიქიით დაზარალებულთა დახმარებაზე იმსჯელეს. ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება. პარლამენტი ამისათვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს.

„ჩვენს მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარის მობილიზების გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ დაადასტურა. საბიუჯეტო წესებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ თანხას პირდაპირ არ განვკარგავთ. მთავრობა ინფორმირებულია, რომ გაწიონ აღნიშნული ხარჯები,” – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი