მთავარი პოლიტიკა პარლამენტის სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის სხდომა ჩაიშალა

0 1889

პარლამენტში კვორუმი დღეს უკვე მეხუთე კენჭისყრაზე ისევ ჩაიშალა. სხდომის ჩასატარებლად საჭირო 76 ხმიდან მხოლოდ 74 ხმა შეგროვდა.

ისევე, როგორც წინა შემთხვევებში რეგისტრაცია ამჯერადაც არ გაიარეს თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.

შემდეგი კენჭისყრა პარლამენტში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი