მთავარი საზოგადოება პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

0 1420

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. კონკრეტული  პირების დაკავება ქართველების სირიაში გადაყვანას და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს უკავშირდება.

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  შს მინისტრი ვახტანგ გომელაური არც ადასტურებს და არც უარყოფს. გომელაურის განცხადებით მას ამ ეტაპზე არ შეუძლია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება და შს სამინისტრო უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებს.

“დაუზუსტებელ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. დავაზუსტებთ და გავავრცელებთ განცხადებას. პრობლემა არ არის ხოლმე ამ კუთხით. მე, რომ არასწორად გითხრათ რამე, საზოგადოება შეცდომაში უნდა შევიყვანო. გავეცნობი ინფორმაციას და მოგახსენებთ,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

,,შენი მედია გუნდი” ამ წუთებში ცდილობს დაუკავშირდეს ადგილობრივ პანკისელებს და უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი