მთავარი კულტურა „ოქროს თვალი“ 2015 – კინო-ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი

„ოქროს თვალი“ 2015 – კინო-ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი

0 1298

25 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს თვალი“ 2015-ის შესახებ. პრესკონფერენციას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჯაბა მელქაძე – ტელეკომპანია GDS-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბასა ფოცხიშვილი – კინორეჟისორი – საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე და ლევან კაცაძე – ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი – აღმასრულებელი დირექტორი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-18 ოქტომბერს ჩატარდება კინო და ტელეოპერატორების V საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“. ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრების მიღება 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ფესტივალის სტუმრები იქნებიან საერთაშორისო დონის ექსპერტები ჰოლივუდიდან, რომლებიც ჩაატარებენ მასტერ-კლასებს სატელევიზიო და კინოს სფეროს აქტუალურ თემებზე, ასევე გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ქართველ სპეციალისტებს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, სადაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები (SONY, Panasonic, Canon, Fujifilm, Ross Video ა.შ.) თავიანთ ახალ ტექნოლოგიებს წარმოადგენენ.

თბილისი, კულტურის სამინისტრო, 25 ივნისი, 2015 წელი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი