მთავარი კულტურა ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” გაიყიდა

ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” გაიყიდა

0 2122

ლონდონის ცნობილ “ქრისტის” აუქციონზე ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” გაიყიდა.

1907-1908 წლებში შექმნილი ნახატი რვაასი ათასიდან მილიონ ორასი ათას ფუნტამდე იყო შეფასებული.

ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ აუქციონზე 800 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. აუქციონზე 43-ე ლოტად წარმოდგენილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი შუამავლის საშუალებით, ტელეფონით უცნობმა პირმა შეიძინა.
როგორც გავარკვიეთ ნახატის ახალი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.

_ გუშინ შევიძინეთ ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” ლონდონის აუქციონზე და მალე დაუბრუნდება საქართველოში, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე.

1957 წელს, “არსენალის მთა ღამით” 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი