მთავარი საზოგადოება მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში საქართველოც მოხვდა

მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში საქართველოც მოხვდა

კრიმინალური აქტივობის სიმცირის გათვალისწინებით ქვეყანა მეექვსე ადგილზე გავიდა. უსაფრთხო ქვეყნები ბუნებრივი კატასტროფების, კორუფციის, ტერორიზმის, ეკონომიკური კრიზისის, კულტურისა და მრავალი სხვა ასპექტის მიხედვით ფასდება. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გლობალური მშვიდობის ინდექსი, რომელიც 2007 წლიდან მოყოლებული იკვლევს, თუ რამდენად მშვიდობიანია მსოფლიოს ქვეყნები.

“საქართველო შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად, რადგან მის დედაქალაქში ღამით ქუჩაში სიარული ხალხისთვის საფრთხეს არ შეიცავს. ბევრ ქვეყანაში ასეთი რამ შეუძლებელია. საქართველოში დაბალია ქურდობის, ტერორიზმის, მკვლელობის მაჩვენებლები. საქართველო იდეალურია ტურიზმისთვის, რადგან შესაძლებელია იხილოთ შავი ზღვის სანაპირო, კავკასიის მთები, ნაციონალური პარკები და ა.შ.” – ნათქვამია გლობალური მშვიდობის ინდექსის ტექსტში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი