მთავარი საზოგადოება მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების კარბის, გუგუტიანთ კარის და მერეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და ანაზღაურება.

დაზარალებულების, თქმით ხელისუფლებამ შარშანდელი სტიქიის დროსაც დაითვალა ზარალი, თუმცა არც ერთ მოსახლეს არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. შესაბამისად შიშობენ, რომ წელსაც ანალოგიურად მოხდება და ზარალი არ აუნაზღაურდებათ.

გამგებელსა და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი