მთავარი საზოგადოება მოიმატებს თუ არა საქართველოში დენის ფასი სექტემბერში გადაწყდება

მოიმატებს თუ არა საქართველოში დენის ფასი სექტემბერში გადაწყდება

საქართველოს ენერგიტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ენერგო-პრო ჯორგიას  მოთხოვნა შევიდა, კომპანიას ელექტრო ენერგიის გაძვირება უნდა. საკითხი სექტემბერში გადაწყდება, თუმცა მანამდე სემეკის თავმჯდომარეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე პასუხების გაცემა მცხეთაში წყლის ტარიფის მომატებაზე მოუხდა. საქმე 1600 აბონენტს ეხება. დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ სემეკის ხელმძღვანელი უპასუხისმგებლო განცახადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, თავის მხრივ ირინა მილორავამ წყლის გაძვირებაზე საუბრისას საკრებულოს გადაწყვეტილება მოიშველია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი