მთავარი განათლება მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს ჩატარდება, ხოლო გამოცდები 17 ივნისიდან დაიწყება

მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს ჩატარდება, ხოლო გამოცდები 17 ივნისიდან დაიწყება

0 789

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელს საქართველოში ხვალ, 16 ივნისს ჩატარდება.

გამოცდები დაიწყება ზეგ, 17 ივნისს 09:00 საათიდან. სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ შემუშავებული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს, რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგად, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთს მომავლის სკოლას აქვს პრობლემები თუმცა, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.

სამინისტრო გაცნობებთ, პრეტესტი არ წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას და არის ნებაყოფლობითი.

დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ დღის დაახლოებით სამ საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი