მთავარი განათლება მე-11-ე კლასის მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდები დღეს ჩატარდება

მე-11-ე კლასის მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდები დღეს ჩატარდება

0 988

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი 09:00 საათზე გეოგრაფიის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყება.

გამოცდებისათვის 41 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მომავლის სკოლის მე-11-ე კლასელები გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში აბარებენ.

მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში, – გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში ჩააბრებენ. ეს ის საგნებია, რომელთა სწავლაც მე-11-ე კლასში დასრულდა.

გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება.

იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე საგანში, შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი საგანი მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან ერთად.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი