მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა იური ვაზაგაშვილის მეუღლე: ,,ხელისუფლებამ ისევ ის მკვლელები დატოვა თანამდებობაზე, რომლებმაც შვილი დაგვიხვრიტეს”

იური ვაზაგაშვილის მეუღლე: ,,ხელისუფლებამ ისევ ის მკვლელები დატოვა თანამდებობაზე, რომლებმაც შვილი დაგვიხვრიტეს”

იური ვაგაშვილის მეუღლე დუმილს არღვევს“,- ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ციალა შანავას მიმართვას აქვეყნებს.
ციალა შანავა მიმართვის ტექსტში ხელისუფლებასა და ქმარ-შვილის მკვლელებს მიმართავს. ამავე ტესტში იური ვაზაგაშვილის მეუღლე უკმაყოფილებას გამოთქვამს, შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე და აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილმა საქმე გამომძიებლებისაგან დამოუკიდებლად გამოიძია და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობები გამოძიებას გადასცა, თუმცა გამოძიებამ მას ყურადღება არ მიაქცია. ციალა შანავა უკმაყოფილობას გამოთქვამს ხელისუფლების მიმართაც და ამბობს, რომ ხელისუფლებას „დააგვიანდა“.
„რამდენი შეურაცხყოფა აიტანა ჩემმა ოჯახმა, რამდენი ცრუ ბრალდება, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. ჩემი ზურიკო „მკვლელი“ და „ყაჩაღი“ გახადეს, ჩემმა მეუღლე ნარკოტიკების „ბარიგად“ და „ქურდული სამყაროს“ წევრად შერაცხეს. ირაკლი ფირცხალავა, ირაკლი ქადაგიძე, გივი თარგამაძე დასცინოდნენ ჩემს მეუღლეს და რა ხმებს არ უვრცელებდნენ. ძალაუფლება მათ ხელში იყო. როგორი დიქტატორი, შეურაცხადი მმართველი ჰყავდათ, ისეთები იყვნენ მისი მიმდევრებიც. გვეღირსა მთავრობის მოსვლა. ჩემს მეუღლესა და მის მიერ შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას – „გადაარჩინე სიცოცხლეს“ დიდი წვლილი მიუძღვით სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დამარცხებაში, მაგრამ არც ახალმა მთავრობამ გამოიჩინა დიდი ყურადღება ჩვენი გაუბედურებული იჯახის მიმართ. არადა იურის იმედი ჰქონდა, ფიქრობდა, ესენი მაინც დამეხმარებიან შვილის მკვლელების დასჯაშიო, მაგრამ ამათაც გაუცრუეს იმედები. გული მეწვოდა, მის ტანჯულ სახეს რომ ვუყურებდი, იური კიდევ უფრო უარესად განადგურდა, რადგან ხელისუფლებამ ისევ ის მკვლელები დატოვა თანამდებობაზე, რომლებმაც შვილი დაგვიხვრიტეს“, – აცხადებს იური ვაზაგაშვილის მეუღლე.
ამავე მიმართვის ტექსტში ციალა შანავა მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატზეც ამახვილებს ყურადღებას. როგორც შანავა ამბობს, სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ყოვლად სამარცხვინო და უბოროტესი ადამიანია.
„მიცვალებულს მიწაშიც არ მიყენებს. რამდენ ზღაპარს ყვება ეს უწმინდური.. ვითომ ჩემს ქმარს დეიდაშვილი ჰყავდა საყვარლად. ეტყობა თვითონ ერთმანეთისგან ვერ არჩევს სისხლის ნათესავსა და გარეულს. ბოლოს თქვა, იური ვაზაგაშვილმა თვითონვე აიფეთქა თავიო. ცალი ხელი მოგლეჯილი ჰქონდაო. არადა, მე იურის ცივ ხელებს ვუთბობდი გასვენების დღეს. ჯოგლიძე მათხოვარო, ვერ ასცდები ღვთის რისხვას“, – აცხადებს ციალა შანავა.
იური ვაზაგაშვილის მეუღლე მიმართვის ტექსტში ყურადღებას ამახვილებს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ 35 წლის მანძილზე ოჯახში ცოლ-ქმარს.
„მე გამინადგურეს ოჯახი. ორი საწოლი დააცარიელეს ჩემს სახლში. მომიკლეს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მზრუნველი ქმარი, რომელიც 35 წლის განმავლობაში ბავშვივით მივლიდა. მე ის მიყვარს უსაზღვრო სიყვარულით. მე მას ყოველდღე მადლობას ვეუბნებოდი ამ სიყვარულისა და ყურადღებისთვის, რასაც ჩემი შვილებისა და შვილიშვილის მიმართ ავლენდა. ახლა კი იურის გარეშე ობლად ვგრძნობ თავს. ვაჟა-ფშაველამ თქვა: „ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ ჯობს ერთი მკვდარია“. იური ვაზაგაშვილი კაცური კაცის სახელით წავიდა თავის შვილებთან. ჩემს ქმარს მთელი საქართველო დასტირის. თქვენ კი ვინ გიტირებთ, მკვლელობო?! ჯერ მიწიერი მოსამართლე გაგასამართლებთ, ზეციური გასამართლება კი უარესი იქნება. იური ვაზაგაშვილი ვერ მოკალით! თქვენ კი ღმერთისთვის მკვდრები ხართ“! – ამბობს ციალა შანავა მიმართვის ტესტში, რომელიც დღეს გაზეთ „ასავალ-დასავალმა“ გამოაქვეყნა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი