მთავარი სპეც რუბრიკა უკრაინა ისტერიკაში ჩავარდნილი ოდესის გუბერნატორი

ისტერიკაში ჩავარდნილი ოდესის გუბერნატორი

ოდესის გუბერნატორმა, მიხელ სააკაშვილმა, სახელმწიფო ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელი დენის ანტონიუკი მკაცრად გააკრიტიკა. მან ანტინოვიუკი კორუფციაში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე იქ მსხდომ კომისიის წევრებსაც უყვირა.
”მე მინდა,რომ ეს სფერო იყოს თავისუფალი. მოდი ყველამ თვითონ გადაწყვიტოს სად გაფრინდეს. ამის შემდეგ ეს ავიაკომპანია რაზეც თქვენ მუშაობთ უკეთესი გახდება. ასეთივე ავიაკომპანია ჩვენ საქართველოშიც გვქონდა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. დენის ანტონიუკმა, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ეს რეფორმები საქართველოში არაეფექტური იყო!
”ხოო?? და რა შედეგი გამოიღო?! საყვარელო, 6 მილიონი ტურისტი ეს არაფერია? მეც მინდა რომ ”არაფერი შედეგი” ოდესაშიც არ იყოს. იცით რატომ ექვსი მილიონი ტურისტი? იმიტომ,რომ თქვენაირი უფროსები არ ეუბნებოდა ჩვენს ხელისუფლებას ვინ შემოვუშვათ და ვინ არა! ” – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა. ამის შემდეგ მიხელ საკაშვილი ისტერიკაში ჩავარდა. ”მე არ მივიღებ ბრალდებებს იმ ადამიანისგან ვინც ოლიგარქების ინტერესებზე მუშაობს!”- განაცხადა გაბრაზებულმა გუბერნატორმა და სხდომა დატოვა.

ვიდეო სხდომიდან:

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი