მთავარი პოლიტიკა ირაკლი ალასანია: ,,ჩვენს ქვეყანაში შეიძლება სამართალი აღსრულდეს”

ირაკლი ალასანია: ,,ჩვენს ქვეყანაში შეიძლება სამართალი აღსრულდეს”

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებასტან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, ის და მისი გუნდი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ეს ადამიანები ციხეში ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთით მოხვდნენ ციხეში.

„დღეს, როდესაც სასამართლოს მიერ დაუშვებლად იცნო ის ძირითადი საფუძველი, რის გამოც ეს ხალხი უდანაშაულოდ ციხეში ჩასვეს, ეს ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა, იმისი რომ ვიწამოთ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება სამართალი აღსრულდეს და მოსამართლეებმა მიიღონ ადეკვატური, სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ  კიდევ ერთხელ მინდა მთელ ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს მოვუწოდო, თუკი ერთად დავდექით, მაშინ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობას აღვადგენთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი