მთავარი სამართალი იოსებიძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

იოსებიძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

0 1323

იოსებიძის ქუჩაზე, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ის ორივე ფეხშია დაჭრილი და უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უბნის სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც სამჯერ ესროლეს. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ინციდენტის მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს თვითმხილველები.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი